თუ კრიპტო სამყაროში გარკვეული არ ხარ, ხშირად მოისმენ ისეთ ტერმინებს, რომლის მნიშვნელობაც არ გესმის და ამის გამო ყველაფერი უფრო რთული გეჩვენება. სინამდვილეში ეს არც ისე რთულია, გადახედე 10 მნიშვნელოვან ტერმინს, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება კრიპტო სამყაროში.
1. ალტკოინი (Altcoin) - ყველა სხვა დეცენტრალიზებული ვირტუალური მონეტა, გარდა ბიტკოინისა.
2. ბლოკი (Block) - ბლოკები ბლოკჩეინის შემადგენელი კომპონენტებია. ბლოკების “ჯაჭვი” მუდმივად გრძელდება და მას ინფორმაციის ახალ-ახალი ბლოკები ემატება. ბლოკების სრული თანმიმდევრობა ერთდროულად ქსელის ყველა მონაწილის მოწყობილობებზე ინახება და მასში ცვლილებების შეტანა ან მისი გაყალბება შეუძლებელია.
3. ბლოკჩეინი (Blockchain) - მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, რომლებიც დაცულია კრიპტოგრაფიულად. ბლოკჩეინი ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს.
4. ფიატ ვალუტა (Fiat Currency) - ტრადიციული ფული, რომელიც არის სრულად ცენტრალიზებული, რადგან იბეჭდება და კონტროლდება სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბანკების მიერ (მაგ. დოლარი, ევრო, ლარი).
5. ფორკი (Fork) – როდესაც ბლოკჩეინის მომხმარებელი ცვლის წესებს. ბლოკჩეინის პროტოკოლის ეს ცვლილებები ხშირად იწვევს ორ გზას: ერთი რომელიც მიჰყვება ძველ წესებს და ახალი ბლოკჩეინი, რომელიც იშლება წინადან (მაგალითად, ბიტკოინის ფორკის შედეგად მივიღეთ ბიტკოინ ქეში).
6. მაინინგი (Mining) - კომპიუტერული მოწყობილობების მიერ სპეციალური ალგორითმის მეშვეობით ციფრული ფულის ერთეულების მოპოვების პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდი ელექტროენერგიის რესურსს მოითხოვს.
7. სატოში ნაკამატო (Satoshi Nakomoto) - პიროვნებას, რომელიც სატოში ნაკამატოსახელით არის ცნობილი, ბიტკოინის გამოგონება უკავშირდება. მან 2008 წელს საჯაროდ განაცხადა გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა.
8. სიმბოლო (Token) - კრიპტოვალუტის „მონეტა“. ფაქტობრივად, ის წარმოადგენს ციფრულ კოდს, რომელიც განსაზღვრავს მონეტის იმ წილს, რომელსაც შეიძლება ფლობდე, ყიდდე და ყიდულობდე.
9. ვეშაპი (Whale) - ტერმინი, რომელიც აღწერს უკიდურესად მდიდარ ინვესტორებს ან მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრის მანიპულირებისათვის საკმარისი სახსრები გააჩნიათ.
10. MyCoins.ge - კრიპტოვალუტის ქართული პლატფორმა, რომლის საშუალებით შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ, გააგზავნოთ ან მიიღოთ 13 ყველაზე ცნობილი კრიპტო. თუ ჯერ კრიპტო სამყაროში გამოუცდელი ხართ, არ არის საჭირო დიდი ინვესტიციით დაწყება, მცირე ნაბიჯებითაც შეგიძლია ექსპერიმენტების ჩატარება, რადგან MyCoins-ზე არსებული ყველა კრიპტოს შესაძენად მინიმალური თანხა 1 ლარია!
იყიდე / გაყიდე, გააგზავნე და მიიღე კრიპტოვალუტა MyCoins-ზე! ₿
NS




























