ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონი, რომელიც ჯამში 53 ქვეყანას აერთიანებს, ალკოჰოლის მოხმარებით პირველ ადგილზეა. უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, ევროპის რეგიონში ყველაზე მაღალია როგორც ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა შეფარდება მოსახლეობასთან, ასევე მოხმარებული ალკოჰოლის მოცულობაც.
ჯანმოს ინფორმაციით, ევროპის რეგიონში ყველაზე მეტ ალკოჰოლს ევროკავშირში მოიხმარენ. მეტიც, ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოცულობით, TOP 10 ქვეყანას შორის 7 ევროკავშირის წევრია.
ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარების უახლეს სტატისტიკას, ქვეყნების მიხედვით, Statista-ც აქვეყნებს.
10 ქვეყანა, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარს (ლიტრი, ერთ სულ მოსახლეზე)
- რუმინეთი - 16.96
- საქართველო - 14.52
- ჩეხეთი - 13.3
- ლატვია - 13.01
- გერმანია - 12.20
- სეიშელის კუნძულები - 12.18
- ავსტრია - 12.04
- ლიეტუვა - 11.92
- ბელარუსი - 11.90
- პოლონეთი - 11.72