საქსტატი საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 10 თვის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიარდ 786 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 5 მილიარდ 102 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 12 683.4 მლნ დოლარი. წლიურად ექსპორტის მაჩვენებელი 12.5%-ით, იმპორტი კი 17.8%-ით გაიზარდა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 580 მილიონი დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.6%.