მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში პიროტექნიკის იმპორტი გაიზარდა - TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა

ფეიერვერკი

საქართველომ წელს 10 თვეში, 6.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 812 ტონა პიროტექნიკა შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის ღირებულებას 27.5%-ით, ხოლო რაოდენობას 62.1%-ით აღემატება.

bm.ge გთავაზობთ სტატისტიკას, სად ყიდულობს საქართველო ფეიერვერკებს, სასიგნალო შუშხუნებს, წვიმის რაკეტებს და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმს:

  1. ბულგარეთი - $3.2 მლნ;
  2. ჩინეთი - $2.6 მლნ;
  3. პოლონეთი - $432.5 ათასი;
  4. ჩეხეთი - $103.2 ათასი;
  5. ავსტრია - $9.1 ათასი.

აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბრიდან, საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების საწინააღმდეგოდ, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები