2025 წლის 10 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.7 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 100.5 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 10 თვეში 1.34 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.01 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 105 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 47.6 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს.
კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებლები 2025 წლის 10 თვეში
| ბანკი | მოგება 2025 წლის 10 თვეში - მლნ ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| საქართველოს ბანკი | 1346 მილიონი; | 6% |
| თი–ბი–სი ბანკი | 1011 მილიონი; | 3% |
| ლიბერთი ბანკი | 105 მილიონი; | 11% |
| ბაზის ბანკი | 88 მილიონი; | 36% |
| კრედო ბანკი | 74 მილიონი; | 44% |
| ქართუ ბანკი | 36 მილიონი; | -17% |
| პროკრედიტ ბანკი | 25 მილიონი; | -11% |
| ტერა ბანკი | 25 მილიონი; | -6% |
| ხალიკ ბანკი | 16 მილიონი; | 0% |
| მიკრობანკი კრისტალი | 14 მილიონი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| იშ ბანკ | 12 მილიონი; | -6% |
| მიკრობანკი ემბისი | 6 მილიონი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| ზირაათ ბანკი | 5.7 მილიონი; | 15% |
| პაშაბანკი | 1.6 მილიონი; | -79% |
| პეივბანკი | 1.0 მილიონი; | გასულ წელს ბანკი 0.7 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| პეისერა | -1.2 მილიონი; | გასულ წელს ბანკი 1 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| ჰეშბანკი | -9.1 მილიონი; | გასულ წელს ბანკი 3.7 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| სილქ ბანკი | -19.7 მილიონი; | გასულ წელს ბანკი 9.9 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| ვი–თი–ბი ბანკი | -47.6 მილიონი. | გასულ წელს ბანკი 2.3 მლნ ლარის მოგებაზე იყო |




























