მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში რაბათს 84 000-სზე მეტი ტურისტი სტუმრობდა - დირექტორი

6381f23064fc6
ლიკა გურაბანიძე
27.11.22 00:17
1393
“რაბათის ციხის კომპლექსში” 2022 წლის 10 თვეში ტურისტების საერთო რაოდენობამ 84 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპლექსის დირექტორის ზაზა თამარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ “რაბათის ციხეს”: რუსეთი, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია და არაბთა გაერთიანებული საემიროებია. გარდა ამისა, თამარაშვილის ინფორმაციით, რაბათს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაც სტუმრობენ. 

“ვცდილობთ, რომ სხვა დიდი ბაზრებზეც გავიდეთ, მაგალითად, ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, საიდანაც უფრო ნაკლები ტურისტი მოდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ტურისტებს მომზადებულები შევხვდეთ. ბევრი საინტერესო რამ შევთავაზოთ, ამისთვის მარკეტინგული კამპანიები უნდა განვახორციელოთ, რათა მეტი ვიზიტორი მოვიზიდოთ. ახლა მაგალითად სწორედ ამ კუთხით, USAID-თან ვთანამშრომლობთ. სპეციალური პროგრამაა, რომელსაც “ახალციხის ციხის კომერციალიზაციის პროექტი” ჰქვია.  ეს ჩვენი შესაძლებლობების უკეთ გამოყენებას შეუწყობს ხელს”, - განმარტა თამარაშვილმა.

“რაბათის ციხის კომპლექსის” დირექტორის თქმით, წლევანდელი წელი პანდემიური ორი წლის შემდგომ გამორჩეული წელი იყო, რადგან 10 თვეში კომპლექსის შემოსავლები დაახლოებით 1 მლნ ლარამდეა, ხოლო ზაზა თამარაშვილი წლის ბოლომდე ამ თანხის ზრდას ელოდება.

ინფორმაციისთვის, “რაბათის კომპლექსი” ახალციხეში 10 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს. 2019 წელს, ანუ პანდემიამდე მას 160 000 ვიზიტორი ესტუმრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები