ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ოქტომბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი წლიურად 113.6%-ით გაიზარდა და 9,4 ათასი ტონა შეადგინა.
2021 წლის ოქტომბრში საავიაციო ნავთის იმპორტის 70% (6,1 ათასი ტონა) თურქმენეთიდან განხორციელდა, 20,2% (1,9 ათასი ტონა), თურქეთიდან და 15% (1,4 ათასი ტონა) - იტალიიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრში საავიაციო ნავთის იმპორტმა 73,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 26 ათასი ტონით ანუ თითქმის 55%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებითდა 9,5 ათასი ტონით ანუ 11,4%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
10 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,9% (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,3% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 14,9% (10,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,2% (8,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2,0% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 0,7% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან და სხვ.
“საავიაციო ნავთის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა უკავშირდება მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის შედეგად ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვნად მომატებულ ოდენობას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ პირდაპირაა დაკავშირებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება,” -აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.




























