მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

10 თვეში საქართველომ $3 მილიარდის ფულადი გზავნილი მიიღო - EU-დან $1.3 მლრდ ჩამოირიცხა

western union

2025 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ უცხოეთიდან $3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200 მილიონი დოლარით, ანუ 7%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირიდან 1.3 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც წლიურად 13%-ით არის გაზრდილი, აშშ-დან კი გზავნილები 20%-ით გაიზარდა და 561 მილიონ დოლარს მიაღწია.

რუსეთიდან კი ფულადი გზავნილები 20%-ით შემცირდა და ის 2025 წლის 10 თვეში 386 მილიონი დოლარი იყო.

2025 წლის 10 თვეში ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

# ქვეყანა 2025 წლის 10 თვეში სხვაობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 აშშ $561 მილიონი დოლარი; 20%
2 იტალია $512 მილიონი დოლარი; 9%
3 რუსეთის ფედერაცია $386 მილიონი დოლარი; -20%
4 გერმანია $261 მილიონი დოლარი; 19%
5 საბერძნეთი $241 მილიონი დოლარი; 11%
6 ისრაელი $228 მილიონი დოლარი; 12%
7 თურქეთი $92 მილიონი დოლარი; 10%
8 ყირგიზეთი $83 მილიონი დოლარი; 43%
9 ესპანეთი $77 მილიონი დოლარი; 32%
10 ყაზახეთი $70 მილიონი დოლარი; -31%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები