მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ 80,4 მილიონი დოლარის ღირებულების 124,046 ტონა შაქარი შეიძინა. მაშინ როდესაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქვეყანას 83,8 მლნ დოლარის ღირებულების 122,782 ტონა შაქარი ჰქონდა შეძენილი.
აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანას იმპორტის მოცულობა 1%-ით გაეზარდა, ხოლო პროდუქციის ღირებულება 3.8%-ით გაუიაფდა.
საქართველოსთვის შაქრის მთავარ იმპორტიორად ბრაზილია რჩება. ამ ქვეყნიდან წელს, 10 თვეში 27,1 მლნ დოლარის ღირებულების 48,500 ტონა შაქარი ვიყიდეთ. საგულისხმოა, რომ ბრაზილიიდან იმპორტი 11%-ით არის შემცირებული. ვინაიდან, გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში 34,4 მლნ დოლარის ღირებულების 54,550 ტონა შაქარი ჰქონდა შესყიდული.
შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- ბრაზილია - $ 27,1 მლნ (48,500 ტონა);
- საფრანგეთი - $ 14,6 მლნ (19,387 ტონა);
- ნიდერლანდები - $ 10 მლნ (13,170 ტონა);
- ბელგია - $ 8,3 მლნ (12,767 ტონა);
- თურქეთი - $ 6,5 მლნ (9,340 ტონა).