მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 თვეში სომხეთის ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა - პრემიერი

5db69c2973722
მიხეილ ხაჩიძე
28.10.19 21:40
3204

2019 წლის 10 თვის განმავლობაში სომხეთში ეკონომიკურმა აქტივობამ 7.1% შეადგინა - განცხადება ამის შესახებ მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიების ერთობლივ სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ნიკოლა პაშინიანმა დეპუტატებთან ერთად, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წინასწარ განიხილა.



როგორც სომხეთის მთავრობის მეთაური ამბობს, ეს მაჩვენებლები ცალსახას ხდის იმას, რომ წელს სომხეთის ეკონომიკური ზრდა 7% იქნება.



ამას გარდა, როგორც კაბინეტის მეთაური აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი სომხეთში ეკონომიკური ზრდის საკითხთან დაკავშირებით, აღმავალ ტენდენციებზე აქტიურად საუბრობენ.



აღსანიშნავია, რომ სომხეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა 2019 წლის ბოლოს 6.3% იქნება, ხოლო ცენტრალური ბანკის აზრით,  ეკონომიკა 6.7%-ით გაიზრდება.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები