ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის თანახმად, მსოფლიოში არსებული ყველა ბრენდის საერთო ღირებულება, სხვა არამატერიალურ აქტივებთან ერთად, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრება და Research & Development, $80 ტრილიონს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
Brand Finance-მა კომპანიები გააანალიზა იმის მიხედვით, თუ რა მოგებას გამოიმუშავებდა ბრენდი, მათ შორის შვილობილი კომპანიებისთვის. კომპანიამ ასევე შეისწავლა თითოეული ბრენდის სიძლიერე, კაპიტალი და ინვესტიციები.
2024 წელს iPhone-ის გაყიდვების ნელი ზრდის მიუხედავად, რეიტინგში კვლავ Apple ლიდერობს, რომელმაც წლის განმავლობაში თავისი ბრენდის ღირებულებას 57.9 მილიარდი დოლარი შემატა. ათეული კი დღეს ასე გამოიყურება:

საერთო ჯამში, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა პირველი ხუთიდან ოთხი პოზიცია დაიკავეს, სავარაუდოდ, ყოველდღიური ცხოვრებიდან მათი განუყოფლობის გამო, ინტერნეტ ტრაფიკიდან და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებიდან დაწყებული, ონლაინ შესყიდვებითა და ელექტრონიკით დამთავრებული. მრავალტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, ეს კომპანიები დიდი ხანია ფლობენ ბრენდის მაღალ ცნობადობას და სიძლიერეს, თუმცა მათ სულ უფრო მეტად უწევთ კონკურენციას ჩინური ბრენდები, იქნება ეს TikTok-ი (რეიტინგში #7) თუ Temu.
აღსანიშნავია ისიც, რომ Nvidia 2025 წელს პირველად გამოჩნდა ძვირად ღირებული ბრენდების TOP ათეულში, რაც მის AI ჩიპებზე მაღალი მოთხოვნითა და ნახევარგამტარების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წილით იყო განპირობებული.




























