მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$100-მილიარდიანი სამხედრო გარიგება უსაფრთხოების ამერიკული გარანტიის სანაცვლოდ?

$100-მილიარდიანი გარიგება
BM. GE
19.08.25 09:20
2631

Financial Times-ი, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში გამართული 9 ლიდერის შეხვედრისას მხარეებმა შესაძლო $100-მილიარდიანი შეთანხმების შესახებ ისაუბრეს. საქმე ეხება გარიგებას, რომლის თანახმადაც, ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის $100-მილიარდიან ფონდს შექმნიან და ამერიკულ შეიარაღებასა და სამხედრო წარმოების განვითარებაში ფულს ჩადებენ.

როგორც წყარო იუწყება, ამერიკული მხარე უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს, თუ საბოლოო გარიგებაში ეს საკითხიც ჩაიწერება. არსებული ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების ლიდერებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, წყაროს ცნობით, საუბარია უკრაინისთვის Patriot-ის საჰერო თავდაცვის 10 ერთეულის შეძენაზე და მილიარდობით დოლარის სხვა ამერიკული შეიარაღების გადაცემაზე. ასევე დრონების უკრაინულ-ამერიკული საწარმოს შექმნაში $50-მილიარდიანი ინვეტიციის ჩადებაზე.

ცნობისთვის, უკრაინული დრონების წარმოებისადმი დაინტერესება ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ თვეს გამოხატა. შეგვიძლია გავიხსენოთ ზელენსკის განცხადებაც, რომელიც ამბობდა, რომ შტატების პრეზიდენტთან ერთად დრონების წარმოების მეგა-გარიგებას ამზადებდა. მაშინ არსებობდა მოლოდინი, რომ უკრაინა ამერიკისგან შეიარაღებას ადგილობრივი წარმოების ყველაზე მძლავრი დრონების სანაცვლოდ მიიღებდა.

Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა ტრამპის მოლაპარაკების სტილის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, პრეზიდენტმა შეთანხმება სწორედ მსგავსი ფინანსური გარიგებით გაამყაროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები