ხვალ, ჯაპანა-ლანჩხუთის(ასაქცევი) გზასა და ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, მოძრაობა 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება.
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 2024 წლის 11 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა ლანჩხუთის(ასაქცევი) საავტომობილო გზაზე და ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ15-კმ32 მონაკვეთის გავლით", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.