მთავრობის 14 აგვისტოს განკარგულებით, განახლებული ფორმით შეთანხმდა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) 2025 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
უწყების საშტატო ნუსხაში მცირედი ცვლილებებია, თუ აქამდე 19 დასახელების თანამდებობაზე იყო 104 კადრი დასაქმებული, ახლა თანამდებობების ჩამონათვალი შემცირებულია, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, ხოლო წლიური თანამდებობრივი სარგო მცირედით, 227 592 ლარით გაიზარდა.
დოკუმენტით, ფონდი ახლა უკვე 12 დასახელების თანამდებობაზე 104 ადამიანს ასაქმებს, ხოლო სულ თანამდებობრივი სარგო წელიწადში 6 789 288 ლარია. მთავრობის წინა, 21 თებერვლის განკარგულებით ეს თანხა შედარებით ნაკლები იყო და 6 561 696 ლარს შეადგენდა.
თუ აქამდე აღმასრულებელ დირექტორს პირველი მოადგილე ჰყავდა, რომელიც ასევე პროგრამის მენეჯერი იყო, დანარჩენი ორი მოადგილიდან კი ერთი ასევე CFO, ხოლო მეორე პროგრამის მენეჯერი იყო, ახალ დოკუმენტში წერია რომ დირექტორს სამი მოადგილე ჰყავს. ასევე, ჩამონათვალში აღარაა მრჩევლის პოზიცია, რომელზეც 2 კადრი იყო დასაქმებული.
უწყების განახლებული საშტატო ნუსხა ასეთია:

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი 2025 წლის აპრილიდან ბექა ურუშაძეა. მისი თანამდებობრივი სარგო თვეში 10 450 ლარია.




























