11 მარტის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსეთის ფედერაციის 500-ზე მეტი სამხედრო ჩაბარდა. როგორც Ukrinform-ი იუწყება, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. რიცხვი იცვლება. ბევრი მათგანი გაიქცა, ბევრი იმალება სადღაც ზოგიერთ შენობაში, ზოგი ცდილობს რუსეთში დაბრუნებას. ანუ იქ ცოტა ქაოსია, მე ასე ვიტყოდი“, - განმარტა ზელენსკიმ.
როგორც Ukrinform იტყობინება, მტრის ჯამური სავარაუდო საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 12 მარტამდე ასე გამოიყურება:
პერსონალი - 12000-ზე მეტი ადამიანი, ტანკები - 362, ჯავშანტექნიკა - 1205, საარტილერიო სისტემები - 135, MLRS - 62, საჰაერო თავდაცვის საშუალებები - 33, თვითმფრინავი - 58, შვეულმფრენები - 83, მანქანები - 585 ერთეული, გემები/ნავები - 3, ტანკები საწვავით - 60, უპილოტო საფრენი აპარატები - 7.




























