მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 ნოემბრის covid-გეოგრაფია - ვინ სად დაინფიცირდა?

5fab8d14ea632
ინგა მურუსიძე
11.11.20 11:08
935
"თბილისში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469",  - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება გარდაცვლილთა გეოგრაფიულ სტატისტიკას, თბილისში გარდაიცვალა - 18 ადამიანი, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 566 ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები