მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში ადგილობრივ ექსპორტმა $2.6 მილიარდამდე გაიზარდა - სად ვყიდით ქართულ ნაწარმს?

საქსტატი

მიმდინარე წლის 11 თვეში ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 2.1%-ით 2 მილიარდ 588 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43.1%-ს შეადგენს.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 6 მილიარდ 010 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 7.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ამ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 73.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (510 მილიონ 700 ათასი დოლარი), თურქეთი (385 მილიონ 600 ათასი დოლარი) და ჩინეთი (253 მილიონ 800 ათასი დოლარი).

11 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე 316.3 მლნ დოლარით ფეროშენადნობებია წარმოდგენილი, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოებია 261.2 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 212.6 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები