მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში ე.წ. "შუა დერეფნით"  3 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა

მატარებლი

11 თვეში 3.097 მლნ ტონა ტვირთის და 50.5 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა - მონაცემებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაცია აქვეყნებს. ტვირთბრუნვა 2023 წლის ჯამურ მაჩვენებელზე უკვე 12%-ით მეტია. გატარებული კონტეინერების რაოდენობა კი, გასული წლის 12 თვის მაჩვენებელზე 2.4-ჯერ მეტია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ნოემბერში ამ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა. ამასთან, დერეფანში წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის დასაწყისში თბილისში ასოციაციის წევრთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც 2025 წლისთვის მარშრუტით ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფები დაამტკიცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები