2020 წლის 11 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით ჯამურად $1.68 მილიარდი შემოვიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წელს ერთ თვეში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა, როდესაც აგვისტოში $192 მილიონი დოლარი შემოვიდა. გასული თვის განმავლობაში კი, გზავნილებმა $169.9 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის თანახმად, მიმდინარე წლის 11 თვეში $1 მილიონ დოლარზე მეტი გზავნილები საქართველოში მსოფგლიოს 43 ქვეყნიდან შემოვიდა. მათ შორის ყველაზე მეტი გზავნილი წელსაც საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რაც $323 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. მეორე ადგილზე იტალიაა, საიდანაც $265.8 მილიონი შემოდა. იტალიიდან გზავნილები 23%-ით გაიზარდა.
ქვეყნები, საიდანაც 2020 წლის განმავლობაში 1 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა:
1 რუსეთის ფედერაცია - $323.2 მილიონი, კლება წინა წელთან -16% ;
2 იტალია - $265.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23% ;
3 საბერძნეთი - $196.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14% ;
4 აშშ - $196.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 21% ;
5 ისრაელი - $141.3 მილიონი, კლება წინა წელთან -5% ;
6 თურქეთი - $96.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12% ;
7 უკრაინა - $78.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105% ;
8 გერმანია - $65.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48% ;
9 აზერბაიჯანი - $48.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 141% ;
10 ესპანეთი - $43.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1% ;
11 პოლონეთი - $25.0 მილიონი, კლება წინა წელთან -14% ;
12 საფრანგეთი - $24.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3% ;
13 ყაზახეთი - $16.8 მილიონი, კლება წინა წელთან -28% ;
14 გაერთიანებული სამეფო - $16.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10% ;
15 კანადა - $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25% ;
16 ირლანდია - $12.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49% ;
17 კვიპროსი - $11.9 მილიონი, კლება წინა წელთან -14% ;
18 სომხეთი - $10.6 მილიონი, კლება წინა წელთან -7% ;
19 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $8.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 4% ;
20 შვედეთი - $8.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2% ;
21 ყირგიზეთი - $6.8 მილიონი, კლება წინა წელთან -72% ;
22 ერაყი - $6.4 მილიონი, კლება წინა წელთან -21% ;
23 ბელგია - $5.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12% ;
24 უზბეკეთი - $5.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23% ;
25 ბელარუსი - $4.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8% ;
26 ჩეხეთის რესპუბლიკა - $4.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12% ;
27 ნიდერლანდები - $4.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36% ;
28 ტაჯიკეთი - $3.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 129% ;
29 ავსტრია - $3.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 29% ;
30 ავსტრალია - $2.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3% ;
31 საუდის არაბეთი - $2.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12% ;
32 ლიტვა - $2.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 28% ;
33 მოლდოვა - $2.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 68% ;
34 იორდანია - $1.9 მილიონი, კლება წინა წელთან -16% ;
35 პორტუგალია - $1.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5% ;
36 ქუვეითი - $1.6 მილიონი, კლება წინა წელთან -24% ;
37 შვეიცარია - $1.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42% ;
38 სლოვაკეთი - $1.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 78% ;
39 ყატარი - $1.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6% ;
40 ჩინეთი - $1.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11% ;
41 ლიბანი - $1.3 მილიონი, კლება წინა წელთან -24% ;
42 მალტა - $1.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 3% ;
43 ისლანდია - $1.2 მილიონი, კლება წინა წელთან -2% ;
ფულადი გზავნილების ზრდაზე, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად მოქმედებს ის გარემოება, რომ საქართველოს საზღვრები რეალურად ჩაკეტილია, თუკი წინა წლებში უცხოეთში მყოფი ქართველების ნაწილი ქვეყანაში ფიზიკურად ჩამოდიოდა და, შესაბამისად, ფულადი სახსრებიც თან მოჰქონდა, წელს ამის განხორციელება ბევრად გართულებულია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გაიზარდა გზავნილები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და სხვა.




























