მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოს მთავრობამ 2 მილიარდ 595 მილიონი ლარის ვალი აიღო, რაც წლიური გეგმის 71.3%-ია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 1 მილიარდ 542 მილიონი ლარის საგარეო ვალი აიღო, რაც გეგმის 65.9%-ია.
რაც შეეხება საშიანო ვალდებულებს, იანვარ-ნოემბერში მთავრობამ 1 მილიარდ 53 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო ანუ წლიური გეგმის 81%.
ცნობისთვის: წელს მთავრობა ჯამურად 3 მილიარდ 641 მილიონი ლარის ვალის აღებას გეგმავს.