მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

11 თვეში მთავრობამ ₾20 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფული

ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გადასახადების სახით აკრეფილი თანხა წელს 19.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის 90%-ს შეადგენს. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება ყველაზე მაღალია საშემოსავლო გადასახადის მიმართულებით (93%), ხოლო ყველაზე დაბალი მოგების გადასახადის მიმართულებით (83%).

2025 წლის ბიუჯეტის შესრულება გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 7.26 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 89%;
  • საშემოსავლო გადასახადი - 6.84 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 93%;
  • მოგების გადასახადი - 2.55 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 83%;
  • აქციზი - 2.36 მილიარდი ლარი, წლიური გეგმის 89%;
  • იმპორტის გადასახადი - 132 მილიონი ლარი, წლიური გეგმის 89%.

შესაბამისად, დეკემბრის განმავლობაში მთავრობამ 2.14 მილიარდი ლარის გადასახადები უნდა აკრიფოს, რათა წლიური საბიუჯეტო გეგმა შესრულდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტის სხვა შემოსავლებს, 279 მილიონი ლარი შევიდა ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლებიდან, საიდანაც 116 მილიონი ლარი რადიოსიხშირული 5G სპექტრის ლიცენზია, დანარჩენი კი საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები