მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, LPG-ს იმპორტი - გაიზარდა - ნავთობიმპორტიორთა კავშირი

63a58b24df4eb
ვიქტორია მღებრიშვილი
23.12.22 15:19
590
11 თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, LPG-ს იმპორტი - გაიზარდა, - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კავშირის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 104.9 ათასი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (107 ათასი ტონა) შედარებით 2.1 ათასი ტონით ანუ 2%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა აზერბაიჯანიდან - 49,4 ათასი ტონა შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 47.1%-ია. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 24.4 ათასი ტონა (23,3%); ერაყი - 22.9 ათასი ტონა (21.8%); რუსეთი - 4.4 ათასი ტონა (4.2%); თურქმენეთი - 3.8 ათასი ტონა (3.6%) და სხვ.

რაც შეეხება გათხევადებული აირების იმპორტს, იანვარ-ნოემბრის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 39 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (34,6 ათასი ტონა) შედარებით 4.4 ათასი ტონით ანუ 12.7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,5% (38,8 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები