მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში საქართველომ $40.2 მლნ-ის მზესუმზირის ზეთი შეიძინა - TOP-საიმპორტო ბაზრები

63b3f35dede76
ვიქტორია მღებრიშვილი
03.01.23 21:00
945
2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 40.2 მლნ დოლარის ღირებულების 23 125 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქონლის საიმპორტო ღირებულება და მოცულობები შემცირდა, კონკრეტულად კი იმპორტის ღირებულების კლება 10.2% იყო, ხოლო მოცულობის - 23.7%-ია.

გასული წლების მსგავსად, ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი ქვეყნისთვის კვლავ რუსეთია, რომლის წილი მთლიან იმპორტში 85% იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 25%-ით ნაკლები საქონელი შემოიტანა.

რაც შეეხება მზესუმზირის ზეთის საიმპორტო ბაზრებს, მათი რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთი - 34.2 მლნ დოლარი, 19 937 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.5 მლნ დოლარი, 1 752 ტონა;
3. უკრაინა - 1.2 მლნ დოლარი, 770 ტონა;
4. თურქეთი - 628 ათასი დოლარი, 307 ტონა;
5. ყაზახეთი - 553 ათასი დოლარი, 306 ტონა;
6. სომხეთი - 67 ათასი დოლარი, 34 ტონა;
7. იტალია - 32 ათასი დოლარი, 11 ტონა;
8. გერმანია - 11 ათასი დოლარი, 3 ტონა;
9. ბელარუსი - 4 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. საფრანგეთი - 1 ათასი დოლარი.

2022 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 2.8 მლნ დოლარის 1 666 ტონა ზეთი გავიდა. რაც 2021 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება (244 ათასი დოლარის, 158 ტონა). აქედან ქვეყანამ ადგილობრივი ექსპორტით 2.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საექსპორტო მოცულობები მცირეა, თუმცა ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში ქვეყნიდან ზეთის ყველაზე დიდი მოცულობა 1.7 მლნ დოლარის ღირებულების 988 ტონა პროდუქტი ტუნისში გავიდა, ექსპორტი განხორციელდა ასევე კენიაში (463 ათასი დოლარი, 326 ტონა), აზერბაიჯანში (382 ათასი დოლარი, 194 ტონა); ნეპალში - 169 ათასი დოლარი, 97 ტონა); სომხეთში, აშშ-სა და უმნიშვნელო მოცულობებით სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები