მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟს 10.4%-ით ამცირებს

646395388ad36
BM.GE
16.05.23 23:50
925
რუსეთი 17 მაისიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული მცურავი გადასახადი 5 279.2 რუბლიდან 4 727.6 რუბლამდე ამცირებს. რუსული გამოცემების ცნობით, ხორბლის საექსპორტო ბაჟის შემცირების ტემპი დაჩქარდა და გასულ კვირას თუ კლება 5.3% იყო, მიმდინარე კვირიდან ბაჟი 10.4%-ით შემცირდება. აღსანიშნია ისიც, რომ საექსპორტო გადასახადი ექვსი კვირაა რაც მცირდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 4 653.5 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 496.6 რუბლისა, რომელიც აქტიური 8 თებერვლიდან იყო. ქერზე არსებული ბაჟი 2 267.2 რუბლიდან 2 117.8 რუბლამდე, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 2 523.9-დან 2 264.3 რუბლამდე შემცირდა. ახალი ტარიფები 23 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც ერთ ტონა ხორბალზე 277.9 დოლარს (ნაცვლად არსებული 279.7 დოლარისა), ქერზე 215.9 დოლარს (219.6 დოლარი), ხოლო სიმინდზე 220.4 დოლარს (216.9 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა. რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს აამოქმედა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. 2022 წლის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 95.1% იყო. გასულ წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით ნაკლებია. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 61.6 მლნ დოლარის 174 132 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება 48%-ია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო საქართველოში 13 მლნ დოლარის ღირებულების 41 062 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 22.5%-ით აღემატება. რუსეთზე დამოკიდებულება 96.3%-ია. ჯამში წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 12.4 მლნ დოლარის ღირებულების 39 577 ტონა ხორბალი შევიძინეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები