მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში "შუა დერეფანში" 50 ათასი ერთეული კონტეინერის გადაზიდვა მოხდა

შუა დერეფანი

11 თვეში ე.წ "შუა დერეფანში" 50 ათასი ერთეული კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, - ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც გასულ კვირას თბილისში გაიმართა.

მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ ნოემბერში აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა. ამასთან, დერეფანში წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.

ასოციაციის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე 2025 წლისთვის მარშრუტით ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფები დაამტკიცეს. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ განვითარების გეგმებსა და მომავალი წლის სატრანსპორტო მოძრაობის საპროგნოზო მოცულობებზე, აქცენტი სერვისების პრიორიტეტულ განვითარებაზე და სატრანზიტო კონტეინერების მოცულობის გაზრდაზე გაკეთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები