მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში სხვადასხვა საქონლის შესაძენად ქვეყნიდან $12 მლრდ გავიდა - რა ვიყიდეთ?

63a0428d55b1b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.12.22 14:57
671
იანვარ-ნოემბერში, საქართველოს 17 მლრდ დოლარიან სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია და ეს მაჩვენებელი 70.4%-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რომელიც დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა, ქვეყნიდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 11 თვეში 11.981 მლრდ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32.4%-ით აღემატება.

2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი მთლიან იმპორტში 67.3% იყო და პირველ სამეულს თურქეთი (2 143.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 607.8 მლნ დოლარი) და ჩინეთი (1 017.7 მლნ დოლარი) წარმოადგენდნენ.

უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის კი ამ პერიოდში ყველაზე მეტად ნავთობის და ნავთობპროდუქტების, მსუბუქი ავტომობილების და ნახშირბადიანი ფოლადის წნელების იმპორტი გაიზარდა. სატვირთო ავტომობილების იმპორტი კი შემცირდა.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 1.4 მლრდ დოლარი, ზრდა - 65.6%;
2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.2 მლრდ დოლარი, ზრდა - 67.4%;
3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 725 მლნ დოლარი, ზრდა - 8.5%;
4. ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 373.5 მლნ დოლარი, ზრდა - 30.7%;
5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 360 მლნ დოლარი, ზრდა - 7.8%;
6. სატელეფონო აპარატები - 262.5 მლნ დოლარი, ზრდა - 32.5%;
7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 159.9 მლნ დოლარი, ზრდა - 16.9%;
8. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 110.7 მლნ დოლარი, 30.4%;
9. ნახშირბადიანი წნელები ფოლადისგან - 107 მლნ დოლარი, ზრდა - 62.5%;
10. სატვირთო ავტომობილები - 92 მლნ დოლარი, კლება - 5.7%.

დანარჩენი საქონლის იმპორტი მიმდინარე წელს 27.9%-ით გაიზარდა და 7.1 მლრდ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები