უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში მძიმე პაციენტია 1 138 პირი, მათ შორის, თბილისში-533, აჭარაში-154, იმერეთში-241.
გარდა ამისა, ბერდია სიჭინავას თქმით, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 436 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-53, იმერეთში -62. 3 400 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 155-თბილისში, 1 571-აჭარაში, 360-იმერეთში.
„საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-276, აჭარაში-151, ხოლო იმერეთში-28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 10 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 182 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 664 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 134 პირი, აჭარაში-10 723, იმერეთში-5 678”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




























