მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

1147 მძიმე პაციენტიდან 406 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - ბერდია სიჭინავა

5fd07b474dab2
ინგა მურუსიძე
09.12.20 11:26
466
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456, მათგან ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 147 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 159, იმერეთში - 247.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 406 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 31, იმერეთში - 52.

3 689 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 158 - თბილისში, 1 846 - აჭარაში, 393 - იმერეთში. 16 867 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

9 დეკემბრის განახლებული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 174383 , ბოლო 24 საათში - 4734
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 145287 , ბოლო 24 საათში - 3895
მათ შორის გარდაცვლილი - 1614 , ბოლო 24 საათში - 38
კარანტინის რეჟიმში - 1126
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6900
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3689

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები