მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 პუნქტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიერ შეიძლება შესრულდეს - ვარჰეი

6410d9b339bf2
თელარა გელანტია
15.03.23 00:27
760
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, 12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზა არის საქართველოსთვის, რათა არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

ვარჰეის თქმით, დებატებმა აჩვენა, რომ ყველას სურვილია, საქართველომ ევროპულ გზაზე წარმატებას მიაღწიოს.

„ევროკავშირის 12 პრიორიტეტი საკვანძოა, ვინაიდან ისინი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებს აყალიბებენ. ახლა საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ისინი; ამ რეფორმებზე უნდა იმუშაოს - ეს არის ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს.

რაც შეეხება კითხვას - როგორ ვეხმარებით ჩვენ ამ სამუშაოს შესრულებაში? - რა თქმა უნდა, გვერდში ვუდგავართ ექსპერტული ცოდნით, ფინანსურად, მაგრამ არ შეგეშალოთ: ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ შეიძლება იქნას შესრულებული, ვინაიდან, განვმეორდები, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხისთვის“ - თქვა ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები