მომდევნო კვირას ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება.
ოფიციალური დღის წესრიგის თანახმად, სამშაბათს, 17 დეკემბერს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და პროევროპული დემონსტრაციების დარბევის საკითხებს განიხილავს.
კალასის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართება პოლიტიკური ჯგუფების სპიკერთა გამოსვლებიც.
მომდევნო კვირას, 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილია ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხიც.