მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თემას იანვარში დავუბრუნდებით" - რა თქვა კაია კალასმა საქართველოზე?

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოსადმი ევროკავშირის წარმომადგენლების მიდგომა ცვლილებებისთვის საკმარის ზეწოლას ვერ ქმნის, ამიტომ ამ თემაზე საუბარს იანვარში დაუბრუნდებიან.

“საქართველოს რაც შეეხება, იქ დემოკრატიული უკუსვლა უარესდება, სულ უფრო მეტი ოპოზიციური პარტია დგას აკრძალვის წინაშე და “უცხოური აგენტების კანონი” სამოქალაქო საზოგადოებას ახრჩობს.

ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ ამას “ქართული ოცნება” სისტემატურად ართმევას მათ.

ჩვენი ამჟამინდელი მიდგომა ვერც საკმარის ზეწოლას ქმნის ცვლილებისთვის და ვერც ევროპული სტრატეგიული ინტერესების სრულად განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ თემას იანვარში დავუბრუნდებით”, - განაცხადა კალასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები