მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს აანონსებს

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში კაია კალასი აცხადებს, რომ შემოდგომაზე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების მიღება იგეგმება.

კერძოდ, გერმანულ გაზეთთან Die Welt-თან ინტერვიუში კალასი ამბობს, რომ ევროკავშირი მომავალ თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.

"ევროკავშირის სანქციები რუსეთს უკვე ძვირად დაუჯდა. ამ ზომებმა რუსეთის სამხედრო მანქანას ტრილიონ ევროზე მეტი დააკარგვინა. შემოდგომაზე კი წარვადგენ სანქციების გაფართოების ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რაც კი ომის დაწყების შემდეგ მიგვიღია", - ამბობს კალასი და ამატებს, რომ მიღების შემდეგ გაიზრდება სანქცირებული რუსული კომპანიების ჩამონათვალი.

სხვა დეტალებზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს არ უსაუბრია. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჯერჯერობით ბოლო პაკეტი ივლისში მიიღო და შეზღუდვები დაუწესა ქვეყნის საბანკო სექტორსა და კრიპტოვალუტის ქსელებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები