მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 პუნქტიც პირნათლად შესრულდა და 9 პუნქტიც პირნათლად შესრულდება - პრემიერი EU-ის რეკომენდაციებზე

კობახიძე

„რაც შეეხება 9 რეკომენდაციას, იქ არსებითი არის ორი პაკეტი, საკანონმდებლო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება მეორე მოსმენა, იქიდან ორ კვირაში კი მესამე მოსმენა. შესაბამისად ეს პაკეტი იქნება მიღებული. დანარჩენ საკითხებზეც გრძელდება მუშაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროკავშირის წინაშე ისინი პირნათელი იქნებიან და ისე, როგორც 12 პუნქტი შეასრულეს, ახლა ამ 9 პუნქტის შესრულებაც ასევე პირნათლად გეგმავენ.

„რეალურად, აქ ევროკავშირის წინაშე ბოლომდე ვიქნებით პირნათელი. ეს არის თავისი მოცულობით ბევრად უფრო მცირე მოცულობის საკითხები, ვიდრე იყო 12 პუნქტი. მოცულობა რომ შევადაროთ, არის ათჯერ ნაკლები თავისი მოცულობით, იმ 12 პუნქტზე, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი. რაც ნიშნავს თავის მხრივ იმას, რომ ის 12 პუნქტიც პირნათლად შესრულდა და ახლაც, 9 პუნქტი პირნათლად შესრულდება.

დანარჩენი ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აქაც, აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს. შესაბამისად, 2030 წლისთვის, ჩვენ ბოლომდე გვექნება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი შესრულებული და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი“,- აცხადებს კობახიძე

მისი თქმით, საქართველო დღეს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა პარამეტრით არის აბსოლუტური ლიდერი, ეს იქნება დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები