მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული - ზურაბ აბაშიძე გადადგომაზე

აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილი სპეციალური მრჩეველი, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

ზურაბ აბაშიძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ მისი შემცვლელი, გიორგი ქაჯაია, საქმეს შესაბამისად წარუძღვება.

“მართლაც, რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ პრემიერ-მინისტრს, რომ ამ თანამდებობაზე სხვა პიროვნებაზე გვეფიქრა. მისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო, 12 წელი გავიდა 2012 წლის შემდეგ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან პრინციპში დადებითად მიიღო ჩემი წინადადება და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, ვინ იქნება შემცვლელი. დასახელდა გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა, რომელიც 4 წელი ჩვენი სექციის ხელმძღვანელი გახლდათ მოსკოვში. იანვარში მას დაუსრულდა იქ მუშაობის ვადა, დაბრუნდა და ინიშნება ამ თანამდებობაზე. კვალიფიციური, სერიოზული ადამიანია, კარგად იცნობს ამ თემას და ვფიქრობ, შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას”,- განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. აქამდე აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. მას გიორგი ქაჯაია შეცვლის. აბაშიძე, რომელიც 2000-2004 წლებში რუსეთში საქართველოს ელჩი იყო, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები