ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აქამდე აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო. მას ამ თანამდებობაზე გიორგი ქაჯაია შეცვლის.
ზურაბ აბაშიძე, რომელიც 2000-2004 წლებში რუსეთში საქართველოს ელჩი იყო, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.