მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 წლის წინ ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა - ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

12 წლის წინ ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ და საარჩევნო სიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, შიდა ქართლის მოსახლეობასთან გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ქართლი ოცნების ხელისუფლებამ ხალხთან ერთად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაციის პროცესს ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს.

"12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!" - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ანტიდასავლური რიტორიკა კი შეუთავსებელია გაწევრიანების მიზანთან. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მაშინ იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ევროკავშირი საქართველოს გაერთიანებაში გაწევრიანებისთვის მუშაობას განაახლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები