ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 12:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 12:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 776,726 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 22.22%-ია. აქტივობის სტატისტიკის თანახმად, თბილისში ხმა უკვე მისცა 238,992-მა მოქალაქემ, რაც 23.18%-ია.
ამომრჩეველთა აქტივობები 12 საათისთვის წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 12 საათზე 19.41% (681,583 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 12 საათზე 19.81% (695,948 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 12 საათზე 25.88% (935,278 მოქალაქე).
აქტივობა 12 საათის მდგომარეობით ოლქების მიხედვით:
ოლქი | ამომრჩეველი | მოსული | პროცენტი |
ამბროლაური | 11706 | 3860 | 32.97 |
ასპინძა | 9771 | 3076 | 31.48 |
ცაგერი | 10430 | 3283 | 31.48 |
ხარაგაული | 18897 | 5436 | 28.77 |
ონი | 6967 | 1953 | 28.03 |
თეთრიწყარო | 20017 | 5582 | 27.89 |
ლენტეხი | 5795 | 1610 | 27.78 |
გურჯაანი | 49850 | 13361 | 26.8 |
საჩხერე | 40200 | 10726 | 26.68 |
ადიგენი | 15418 | 4087 | 26.51 |
ყვარელი | 27337 | 7202 | 26.35 |
ტყიბული | 20020 | 5132 | 25.63 |
მესტია | 8955 | 2281 | 25.47 |
სიღნაღი | 27949 | 7109 | 25.44 |
რუსთავი | 106310 | 26980 | 25.38 |
ვაკე | 110528 | 27912 | 25.25 |
მცხეთა | 44995 | 11312 | 25.14 |
დიდუბე | 61717 | 15385 | 24.93 |
დედოფლისწყარო | 20352 | 5033 | 24.73 |
მთაწმინდა | 53540 | 13208 | 24.67 |
საბურთალო | 143099 | 35182 | 24.59 |
დმანისი | 23068 | 5624 | 24.38 |
ჩხოროწყუ | 20829 | 5064 | 24.31 |
სენაკი | 38161 | 9076 | 23.78 |
ლაგოდეხი | 38349 | 9116 | 23.77 |
ჩუღურეთი | 67233 | 15927 | 23.69 |
თერჯოლა | 32032 | 7586 | 23.68 |
ვანი | 23356 | 5493 | 23.52 |
ხონი | 21748 | 5092 | 23.41 |
ბაღდათი | 20704 | 4828 | 23.32 |
კასპი | 38973 | 9074 | 23.28 |
ქარელი | 37212 | 8626 | 23.18 |
გლდანი | 150072 | 34600 | 23.06 |
ნინოწმინდა | 20724 | 4762 | 22.98 |
აბაშა | 19727 | 4534 | 22.98 |
ყაზბეგი | 5811 | 1332 | 22.92 |
თიანეთი | 10797 | 2459 | 22.77 |
ნაძალადევი | 135315 | 30804 | 22.76 |
ხელვაჩაური | 43271 | 9806 | 22.66 |
წყალტუბო | 49206 | 11138 | 22.64 |
ჩოხატაური | 17366 | 3927 | 22.61 |
ახალციხე | 33535 | 7523 | 22.43 |
ხობი | 26500 | 5933 | 22.39 |
ზესტაფონი | 52906 | 11723 | 22.16 |
თელავი | 55050 | 12123 | 22.02 |
ახმეტა | 29486 | 6423 | 21.78 |
გორი | 111656 | 24273 | 21.74 |
საგარეჯო | 46471 | 10074 | 21.68 |
ჭიათურა | 40801 | 8809 | 21.59 |
სამგორი | 150203 | 32403 | 21.57 |
ბორჯომი | 26643 | 5721 | 21.47 |
მარტვილი | 30822 | 6585 | 21.36 |
კრწანისი | 42028 | 8967 | 21.34 |
ლანჩხუთი | 27254 | 5810 | 21.32 |
ქედა | 15581 | 3322 | 21.32 |
დუშეთი | 27226 | 5800 | 21.3 |
წალენჯიხა | 27547 | 5806 | 21.08 |
ისანი | 117408 | 24604 | 20.96 |
ბოლნისი | 56341 | 11707 | 20.78 |
ქობულეთი | 66235 | 13765 | 20.78 |
ოზურგეთი | 58288 | 12011 | 20.61 |
ზუგდიდი | 116968 | 23482 | 20.08 |
ხაშური | 47874 | 9549 | 19.95 |
ფოთი | 40512 | 8072 | 19.92 |
შუახევი | 14454 | 2829 | 19.57 |
სამტრედია | 43568 | 8516 | 19.55 |
ქუთაისი | 152506 | 29057 | 19.05 |
ბათუმი | 154357 | 29255 | 18.95 |
მარნეული | 101572 | 17800 | 17.52 |
ახალქალაქი | 37496 | 6482 | 17.29 |
წალკა | 19203 | 3283 | 17.1 |
გარდაბანი | 74270 | 12472 | 16.79 |
ხულო | 23221 | 3899 | 16.79 |
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.