მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

სს

"13 აგვისტოს დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება", - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიზეზი ფერდის გაწმენდის სამუშაოებია.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ126-კმ130 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), შპს „ჯავახავტოგზა“-მ მეკლდეურების მეშვეობით უნდა აწარმოოს ფერდის გაწმენდის სამუშაოები.

რის გამოც, 2025 წლის 13 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება პერიოდულად 30 წუთიანი ინტერვალებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები