მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 დეკემბერს საშემოდგომო სესია დაიხურება - პაპუაშვილი

პაპუაშილი

პარლამენტი 13 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საპარლამენტო საქმიანობა განაახლეს და 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს.

„დღეს ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩატარდა ბიუროს სხდომა, დავამტკიცეთ დღის წესრიგს, ამ კვირის ბოლოს დავხურავთ საშემოდგომო სესიას, ხოლო შაბათს, 14 დეკემბერს, შედგება საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველო პრეზიდენტის არჩევა", - თქვა მან.

"ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი განაცხადა.

ვინ აირჩევს "ოცნების" რჩეულს?

26 ნოემბერს, ცესკომ განკარგულებით განსაზღვრა 300-წევრიანი კოლეგიის შემადგენლობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს ირჩევს:

  • საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი];
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 1 წევრი [ყველა წევრი];
  • პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან - 109 წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები