წლის ბოლომდე, მთავრობა საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვასთან ერთად, პიროტექნიკის გამოყენების რეგულირებასაც გეგმავს - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს, 9 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.
"ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ასევე, საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვას გეგმავს.
რაც შეეხება პიროტექნიკას, საკანონმდებლო ინიციატივა არის და იმ საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებული იქნება უკვე საკომიტეტო განხილვების დროს დაემატება შენიღბვის ნაწილიც.", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, შენიღბვის აკრძალვის მიზეზია, რომ აქციაზე პირები იდენტიფიცირებადი უნდა იყვნენ.
"უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება ერთის მხრივ და მეორე მხრივ, როდესაც ადამიანი არის შენიღბული და ის გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული, ის, რა თქმა უნდა, უფრო თამამია კანონდარღვევაში და თამამია აგრესიაში.ასე რომ ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს, ევროკავშირში ამ მხრივ არის რეგულაციები ზოგ ქვეყანაში, როცა მთლიანად ზოგადად საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას იმ ქვეყნებისა, სადაც ასეთი რეგულაციები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს.
რაც შეეხება ტექნიკურად ამის მოწესრიგების საკითხს, მიმდინარე კვირაში განვიხილავთ მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებს, როგორც მისი შემოტანა, რეალიზაციის საკითხებს, რაზეც დიდი ხანია მიდიოდა საუბარი, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტში და ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული.
ეს რეგულაციები დიდი ხანია განსჯის საგანი იყო პარლამენტში და ამ მოვლენებმაც გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც პიროტექნიკის რეგულაციის საკითხებში, ისევე საჯარო შეკრებების დროს შენიღბვის აკრძალვაში. საკანონმდებლო ინიციატივა არის. რაც შეეხება პიროტექნიკას და იმ საკანონმდებლო პაკეტში გათვალისწინებული იქნება საკომიტეტო განხილვების დროს დაემატება ეს საკითხიც", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეკრებებზე სახის დაფარვის აკრძალვის ინიციატივა გუშინ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა.
მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ სახის დაფარვა - კობახიძე
ორივე საკითხი კი, ხელისუფლებისთვის დღის წესრიგში 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციების გამო დადგა.