13 მარტიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდების პროცესი დაიწყება, - განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და ყველა ორგანიზაციას და საქართველოს პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინის შემოსვლის თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით და შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე განმარტებით, პირველ ეტაპზე საქართველოში შემოვა 43 200 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა და ამის შემდეგ შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა.



























