13 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 041 209 აცრა - ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა სამსახური აქვეყნებს.
უწყების ცნობით, სულ მცირე 1 დოზით 1 071 513 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.7 %-ია, ხოლო სრულად 964 580 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 33.8%-ს შეადგენს.
ამასთან, 12 ნოემბერს ქვეყანაში 7 800 ადამიანი აიცრა.




























