მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

13:00 საათზე მაღაროელები აქციას პროფკავშირების ოფისთან გამართავენ

პროტესტი

დღეს, 13:00 საათზე მაღაროელები აქციას პროფკავშირების ოფისთან გამართავენ - ამის შესახებ bm.ge-ის მაღაროელთა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტარიელ მიქაცაძემ უთხრა.

მიქაცაძე ამბობს, რომ მათი უსამსახუროდ და კომპენსაციის გარეშე დარჩენა პროფკავშირის პასუხისმგებლობაა და აქციას აწყობენ, რომ ეს კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უთხრან.

" დღეს, აქციას გავმართავთ პროფკავშირების სასახლესთან 13:00 საათზე. უნდა მივიდეთ რაც შეძლება მეტი ადამიანი და გავაპროტესტოთ, რა შედეგამდე მიიყვანა გაერთიანებული პროფკავშირის გულგრილობამ არ მხოლოდ ჭიათურა და ჭიათურის მკვიდრები, ზოგადად დასაქმებულები საქართველოში.

ამის შემდეგ, გვიდა, რომ სიმბოლურად ბანკებთან ჩამოვიაროთ. მაღაროელებს აქვთ ძალიან დიდი სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები და გვინდა, სიმბოლური მსვლელობა მოვაწყოთ და მოვუწოდოთ ბანკებს, რომ გაჩერების პერიოდი, რომელიც არ იყო ჩვენგან გამოწვეული იყოს ნამატი პროცენტები ჩამოწერილი. მანამ, სანამ აღდგება ხელფასების დარიცხვა მანგანეზში დასაქმებულებისთვის", - განაცხადა მიქაძემ bm.ge-სთან.

საქმე ის არის, რომ აქციის მონაწილე მაღაროელები ამბობენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან და მოითხოვენ, "პეტრიაშვილის პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა".

პროფკავშირების თქმით კი თუ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული კოლექტიური ხელშეკრულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები