მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14 მაისის საკადრო ცვლილებები სრულად - ვინ გადადგა და ვინ დაინიშნა?

ოცნება

"ოცნებაში" დაწყებული საკადრო ცვლილებები სხვადასხვა დონეზე აქტიურად გრძელდება. მხოლოდ დღეს, 14 მაისს ხელმძღვანელები/მოვალეობის შემსრულებლები შეიცვალნენ და დაინიშნნენ 5 პოზიციაზე.

  • ვაკის გამგებელმა დავით კვინიკაძემ თანამდებობა დატოვა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ის რეგიონული განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ის კომპანიაში ალექსანდრე თევდორაძის შეცვლის. bm.ge-ს კომპანიაში უთხრეს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზები კი მათთვის უცნობია;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურმა კომისიამ ბექა მამარდაშვილის კანდიდატურა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დაამტკიცა და ბრძანებას კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. 7 მაისით თარიღდება "ოცნების" პრემიერის ბრძანება ყოფილი ხელმძღვანელის კობა კობიძის განთავისუფლების შესახებ. მიზეზი უცნობია;
  • ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობა დატოვა. მიზეზად ამ შემთხვევაშიც პირადი განცხადება დასახელდა;
  • ბათუმის გადამდგარი მერის, არჩილ ჩიქოვანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას გიორგი მურვანიძე დაიკავებს, რომელიც აქამდე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა;
  • "ოცნების" მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა.

"პირადი განცხადების საფუძველზე" - "ოცნების" გაზაფხულის საკადრო ცვლილებები სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები