მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14 ნოემბერს eCustoms სისტემით სარგებლობა დროებით შეიზღუდება

636e3b0b50f88
BM.GE
11.11.22 16:03
545
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის გამო, შეიზღუდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემით - „eCustoms“ სარგებლობა.

"დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ვერ შესრულდება მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით განსახორციელებელი საბაჟო ფორმალობები, მათ შორის საქონლის დეკლარირება/გაფორმება და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსება/რეგისტრაცია/დადასტურება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გამოიწვიოს საქონლის გაფორმების პროცედურების და საბაჟო გამშვებ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების/ტვირთების გადაადგილების დროებით შეფერხება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები