მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14 წლის შემდეგ პირველად, სირიამ ექსპორტზე ნავთობი გაიტანა

სირია

2011 წლის შემდეგ პირველად, სირიამ ექსპორტზე 600,000 ბარელი გადაუმუშავებელი ნავთობი გაიტანა. სირიის სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული ნავთობი ქალაქ ტარტუსის პორტიდან ტანკერ Nissos Christiana-ით გაიტანეს. ამ ნაბიჯით ქვეყანა გლობალურ ბაზარზე 14-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ სირიული მხარე დაინტერესებულ ბაზრებთან შუამავალმა კომპანია B Serve Energy-მ დააკავშირა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ალ შარაას ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯის გადადგმას ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უმკაცრესი სანქციების მოხსნის გარეშე ვერ შეძლებდა. როგორც ცნობილია, ასადის რეჟიმთან დაპირისპირების გამო, ამერიკას სირიულ ნავთობზე ეკონომიკური შეზღუდვები მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა დაწესებული. ივნისში ტრამპმა სწორედ ეს ვითარება შეცვალა და ქვეყანას ეკონომიკური შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო ისევ გაუხსნა.

აღსანიშნავია, რომ სირიის ხელისუფლება ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. ამ მხრივ, დიდ როლს ტარტუს პორტში ჩადებული $800-მილიონიანი ინვესტიცია ითამაშებს, რომლის ფარგლებშიც DP World-ი პორტის გაფართოებაზე იზრუნებს და ქვეყანას საშუალებას მისცემს, მეტი ნავთობ-გადამზიდი კომპანია მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები