"რუსული კანონის" წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მასშტაბური ხდება. კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით, საქართველოს 14 უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცებიან და აუდიტორიებში არ გამოცხადდებიან.
აღსანიშნავია, რომ პირველად გაფიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებმა გამოაცხადეს. დღეს უკვე, პროტესტს შეურთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიაუნის ლექტორების ნაწილიც.
ამ დროისათვის, გაფიცულ უნივერსიტეტებს შორისაა:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
- ალტე უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- თსსუ სამედიცინო უნივერსიტეტი;
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის უნივერსიტეტი;
- საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.
სია, მუდმივად განახლებადია და უნივერსიტეტები მუდმივ რეჟიმში დებენ განცხადებებს, რომლითაც გაფიცვას უერთდებიან.
ინფორმაციისთვის, 13 მაისს, 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც "რუსული კანონი" უნდა განიხილოს.