14:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, თემა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის დაკავებაა.
bm.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დამატებით კითხვებზე ვერ უპასუხებენ.
შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური ფინანსთა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის 27 ივლისს ილია ღუდუშაურის ძმა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური დააკავეს. მასთან ერთად დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, მათ ბრალად თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვა ედებათ. სასამართლომ ვლადიმერ ღაუდუშაურ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.




























