მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

145 000 მოქალაქეს საგადასახადო ვალი ჩამოეწერება - პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილება მიიღო

ბიუჯეტო

145 000 მოქალაქეს საგადასახადო ვალი ჩამოეწერება. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო კოდექსში“ პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, ფიზიკურ პირებს ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

საგადასახადო ამნისტიის შესახებ დაახლოებით ათი დღის წინ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამნისტია 145 000 მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.

პარლამენტის წევრთა ერთი ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ წარადგინა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, ხორციელდება ფიზიკური პირების ხელშეწყობა და სტიმულირება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე, განაახლონ საქმიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები