მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ამნისტიას აცხადებს - 145 000 მოქალაქეს ₾590 მილიონის საგადასახადო ვალი ჩამოეწერება

პრემიერი

მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება. შესაბამისად, ერთ მოქალაქეს საშუალოდ 4,068 ლარი ჩამოეწერება.

“ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტია, საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები. ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს სრულად ჩამოეწერება 2021 წლის პირველ იანვრამდე დაგროვილი დავალიანებები და აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. 145 ათას ფიზიკურ პირს ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები